geo | eng
 
USAID LogoCC Logo

ფოტო გალერეა

ჯანდაცვის პროფესიული ასოციაციების ჯგუფი, 12 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, 2007 წელი
საიდან: საქართველო   მასპინძელი შტატი: რალეი, ჩრდილოეთ კაროლინა

ვრცლად...

შთაბეჭდილებები

აშშ-ში მიღებული გამოცდილების შედეგად 2006 წელს მე განვახორციელე პროექტი "კავკასიის ბეინალეს დეკლარაცია" განსხვავებული და ჩემი ორგანიზაციისთვის არა დამახასიათებელი სტილით, რომელშიც  სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად იყვნენ ჩართული, ხოლო თანადაფინანსება საერთაშორისო ინსიტუციების მხრიდან მოდიოდა.

ნანა ყირმელაშვილი, ხელოვნებისა და ხალხური რეწვის ჯგუფი, 2006 წელი,  ასოციაცია "არტ კავკასიას" თავმჯდომარე


სხვა შთაბეჭდილებები...

პროგრამის სტატისტიკა

2009 წელი
აპლიკაციების რაოდენობა: 201
შერჩეული მონაწილეები: 29
14 მამაკაცი / 15 ქალი

2008 წელი
აპლიკაციების რაოდენობა: 379
შერჩეული მონაწილეები: 57
26 მამაკაცი / 31 ქალი

2007 წელი
აპლიკაციების რაოდენობა: 263
შერჩეული მონაწილეები: 49
25 მამაკაცი / 24 ქალი

2006 წელი
აპლიკაციების რაოდენობა: 201
შერჩეული მონაწილეები: 66
42 მამაკაცი / 24 ქალი


მედია ადვოკატირების ჯგუფი ემზადება აშშ-ში გასამგზავრებლად

2009 წლის 28 მაისს, საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის თანამშრომლებმა ჩაატარეს პირველი საორიენტაციო შეხვედრა მედია ადვოკატირების ჯგუფის წევრებთან, რომელსაც მასპინძლობა სასტუმრო ვერა პალასმა გაუწია თბილისში. ორიენტაცია, ეს არის პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია მონაწილეებს გააცნოს პროგრამის მიზნები, ამოცანები და დაეხმაროს მათ მოლოდინების ჩამოყალიბებაში.

ორიენტაციის მსვლელობისას პროგრამის თანამშრომლებმა ჩაატარეს რამოდენიმე პრაქტიკული სავარჯიშო, რომლის მიზნებიც იყო ჯგუფში მუშაობის მნიშვნელობის გააზრება. შეხვედრაზე, პროგრამის მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ ჩამოეყალიბებინათ მათი პროფესიული თემის ძლიერი და სუსტი მხარეები და დაესახათ პირადი მიზნები აშშ-ში ყოფნის დროს.


პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია პორგრამის მონაწილეების ცხოვრება ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში. იმისთვის, რომ პროგრამის მონაწილეები იყვნენ მომზადებულები სხვა კულტურულ გარემოში საცხოვრებლად, ორიენტაციაზე პროგრამის თანამშრომლებმა ისაუბრეს კულტურულ თავისებურებებზე, კულტურულ შოკზე და მის დაძლევაზე, ასევე პროგრამის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროგრამის კურსდამთავრებულების რჩევებსა და რეკომენდაციებს.

მედია ადვოკატირების ჯგუფის გამგზავრება საქართველოდან დაგეგმილია აშშ-ში 2009 წლის 24 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, რომელსაც უმასინძლებს ამერიკული ორგანიზაცია ” World Affairs Council of Kentucky and Southern Indiana ”. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაენონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების დაცვა, მედია თავისუფლება, პროფესიული ეთიკა, ობიექტური გაშუქება, ცენზურის საკითხები და ურთიერთიობა მედია საშუალების მფლობელსა და ჟურნალისტებს შორის.

რიგით მეორე ორიენტაცია მედია ადვოკატირების პროგრამის მონაწილეებისათვის გაიმართება 2009 წლის 23 ივნისს, PH International - ის ოფისში.



2009-06-03

Back
2010 წლის ჯგუფები

 საზოგადოებრივი კავშირების პროგრამის 2010 წლის ჯგუფების შერჩევა დასრულდა. 


მოკლედ პროგრამის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური ზრდისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას საქართველოსა და ევრაზიის ქყვეყნებში.


პარტნიორები

 


საკონტაქტო ინფორმაცია

PH International - საქართველო

ვ.ანჯაფარიძის ქ.7,
2 სადარბაზო, 2 სართული
თბილისი 0179, საქართველო
ტელ: (822) 223847; 250071
ფაქსი: (822) 223847; 250071
www.ccgeorgia.ge




© 2006 პროექტი ჰარმონია. ყველა უფლება დაცულია
ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხს აგებს პროექტი ჰარმონია და იგი შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და USAID – ის შეხედულებებს.