eng | rus
 
USAID LogoCC Logo
Announcement

We are now recruiting for the group: 

Promotion of Mountain Tourism
Kabardino-Balkaria Republic, Karachevo-Cherkissia Republic
Travel dates: March 3-24, 2010

Participant Application

Application deadline - October 8, 2010


Announcement

We are now recruiting for the group: 

Small Towns and Rural Economic Development in the USA

Primorsky krai
Travel Dates: January 27 - February 17, 2010

Participant Application

Application deadline - September 23, 2010


Mailing lists

All Community Connections alumni and participants are invited to subscribe to the following mailing lists:
Competitions. Funds. Grants (resources)
Program news: Community Connections (cc_news)


Featured Partner


Photo Gallery

Maternal and Child Health
Group From: Tyumen oblast   Training Location: Sacramento, CA

more...

Alumni Quotes

Above all, I liked the programs of assistance for teenage mothers, children's educational programs for the prevention of drug addiction, and programs for the treatment of sexually-transmitted diseases – and the considerable effectiveness of all of them.

Galina Andreeva, Bratsk, Irkutsk Oblast, "Adolescent Reproductive Health," 2007.


more alumni quotes...

მასპინძელ ოჯახებში ცხოვრება

ამერიკაში ოჯახები იშვიათად ცხოვრობენ არა თუ ერთ სახლში, არამედ ერთ შტატშიც კი. ხშირ შემთხვევებში მშობლები და მათი შვილები ბებია ბაბუასაგან საკმაოდ შორს ცხოვრობენ და შვილები, როგორც კი სკოლას ამთავრებენ ტოვებენ სახლს და მიდიან სხვაგან საცხოვრებლად. ასევე, არც თუ ისე იშვიათია მშობლებმა, რომელთა შვილიც უკვე 18 წელს გადაცდა სახლში ცხოვრებისათვის ქირა გადაახდევინონ.

ასევე შეამჩნევთ, რომ ამერიკულ ოჯახებში ბავშვები ძალიან დამოუკიდებლად იზრდებიან. მაგალითად: ახალგაზრდას შეიძლება ყავდეს საკუთარი მანქანა, თავისთვის იმზადებდეს საჭმელს, ქონდეს სამსახური და საკუთარი შემოსავალი და თავს უვლიდეს უფროსების დახმარების გარეშე. სწორედ ამიტომ, მასპინძელ ოჯახებს შეიძლება დაავიწყდეთ, რომ სტუმრებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მათი სტუმრობის პირველ დღეებში. ეს ხშირად გამაღიზიანებელი ფაქტორია იმ მონაწილეებისათვის, რომელთა კულტურაში სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტი არსებობს. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, იყავით მოქნილები და მიუდექით ამას, როგორც თავგადასავალს და სასწავლო გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია დასვათ შეკითვები – ბევრი და ხშირად! პროგრამის ბევრ მონაწილეს აღუნიშნავს, რომ შტატებში გატარებულმა დღეებმა მათ თვითრწმენა, თავდაჯერებულობა და ინდივიდუალიზმი შემატა.     

ამერიკელებს სახლში სივრცე უყვართ. მათ უმრავლესობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც ქალაქგარეთ ცხოვრობა ხიბლავს, საკუთარი სახლები გააჩნიათ. საცხოვრებელი ფართი შეიძლება შეზღუდული იყოს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბოსტონი, ნიუ-ორკი და სხვა, თუმცა ზოგ თქვენგანს შეიძლება საკუთარი ოთახი ჰქონდეს აბაზანით, ზოგს კი ერთი ოთახის გაზიარება მოუწევს ერთმანეთთან და სააბაზანოც შეიძლება საერთო ჰქონდეს მასპინძელ ოჯახთან. 

სავარაუდოდ, როგორც სტუმარს, ოჯახში საკუთარი ოთახი გექნებათ. ეს სტუმართმოყავრეობის ჟესტია იმ ქვეყანაში, სადაც პრივატულობასა და ინდივიდუალიზმს პატივს სცემენ. თუმცა ამან შეიძლება თავი გარიყულადაც კი გაგრძნობინოთ. თქვენს მასპინძლებს ძალიან აინტერესებთ თქვენი და თქვენი კულტურის გაცნობა, ასე რომ, პირველი ნაბიჯის გაკეთება თქვენი პრეროგატივა იქნება.

ამერიკელების უმრავლესობას სახლში სიგრილე უყვარს, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ თბილი ჯემპრი ან რაიმე მოსაცმელი სახლში სატარებლად. 

მასპინძელი ოჯახის ეტიკეტი

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების და აშშ-ს ეტიკეტისა და სტუმარ-მასპინძლობის წესები ფრიად განსხვავებულია. სტუმრის როლიც სხვადასხვანაირად აღიქმება ამ ორ კულტურაში. ამერიკაში სტუმარს "აიძულებენ" თავი იგრძნოს, როგორც სახლში, რადგან თვლიან რომ სტუმარი, ისევე როგორც მასპინძელი კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს და არც ერთი ღელავდეს იმის თაობაზე, იყოს ძალიან თავაზიანი და არც მეორე  - თავშეკავებული. თუ მაგალითად გშიათ, არ დაელოდოთ თქვენს მასპინძელს, თუ როდის შემოგთავაზებთ საკვებს. ფრიად ნორმალურია თავად მოითხოვოთ წასახემსი ან თავად გაიმზადოთ! ან თუ სარეცხის გარეცხვა გსურთ, სთხოვეთ თქვენს მასპინძელს და იგი დაგეხმარებათ. შტატებში ოჯახებში დიდი რაოდენობით ელექტრო ხელსაწყოს ნახავთ, ისეთს როგორიცაა: მიკროტალღოვანი ღუმელი, ვიდეო, კომპიუტერი, სარეცხი მანქანა. ეს ფუფუნება არ არის შტატებში, ყოვედღიური მოხმარების საგნებია. არ მოგერიდოთ და იკითხეთ როგორ შეიძლება ამ საგნების გამოყენება. 

შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამერიკელები უცნაურები არიან, იმიტომ რომ:

  • ისინი უფლებას აძლევენ ძაღლებსა და კატებს ტახტზე დაიძინონ, ან საერთოდ მათთან ერთად ლოგინში!
  • ისინი არ მიირთმევენ ხოლმე საუზმეს დილაობით – ამიტომ თქვენ მოითხოვეთ საუზმე!
  • ისინი სტუმრებს ექცევიან, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს და ამიტომ ელიან თქვენგან, რომ სარეცხს თავად დაირეცხავთ.
  • ქმარი იყიდის პროდუქტს და მოამზადებს სადილს, მაშინ როდესაც მისი ცოლი სამსახურშია.
  • მათი კვების პროდუქტები შეიძლება გეუცნაუროთ.

ან შეიძლება გაოცდეთ იმ მსგავსებით, რომელსაც ერთმანეთში აღმოაჩენთ!

საკვები

  • კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ამერიკელებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არის საკვები. ის, რასაც ამერიკელები მიირთმევენ ბევრ ადამიანს გააოცებს, ამიტომ რაღაც დროა საჭირო მიეჩვიოთ მათ საკვებს. თუ "ნორმალური" საკვები მოგენატრებათ, თავად შესთავაზეთ თქვენი ეროვნული კერძის მომზადება. ამერიკელებს ყოველთვის აინტერესებთ ახალი კერძის დაგემოვნება, ამიტომ მათთვის დიდი პატივი იქნება თქვენს მიერ მომზადებული კერძის გასინჯვა. მაგიდასთან ჯდომისას მოგიწევთ თვითმომსახურება. კერძს ერთხელ შემოგთავაზებენ და თუ უარს იტვით, მეორედ აღარ შემოგთავაზებენ. როგორც გითხარით, ამერიკელები პირდაპირი ხალხია და ყალბ თავაზიანობას გულწრფელ სიმართლეს ამჯობინებენ. თუ თქვენთან ქვეყანაში თავაზიანი პასუხი საკვების პირველ შემოთავაზებაზე "არა" არის, ამერიკელებისასთვის თქვენი "არა" უარყოფის პასუხია და საკვებს ხელმეორედ არ შემოგთავაზებენ. თუ მაგიდიდან რაიმეს დაგემოვნება გსურთ, აიღეთ თავად ან მოითხოვეთ.

როცა საქმე კვებაზე მიდგება, შეიძლება აღმოაჩინოთ რომ ამერიკელებს:

  • უყვართ ვეგეტარიანული, დაბალი ცხიმის შემცველობის სალათები სხვადასხვა სოუსით
  • სწრაფად მიირთემევენ საკვებს და ხშირად მიაქვთ საჭმელად გზაში
  • თითქმის ყველა სასმელს ყინულით მიირთმევენ (ყინულიანი ჩაი ამერიკელების საყვარელი სასმელია)
  • სვამენ ბევრ წყალს
  • სვამენ ძალიან ცოტა ჩაის
  • უხვად იყენებენ სანელებლებს და ხშირად მოსწონთ ეთნიკური საკვები
  • სადილი მათთვის დღის Mმთავარი კერძია
  • საუზმეს ძალიან ცოტა რაოდენობით მიირთევენ ან საერთოდ არ მიირთმევენ – ასე რომ მოითხოვეთ საჭმელი
  • მიირთმევენ ბევრ ბოსტნეულსა და ხილს სადილობის დროს
  • ჭამენ ბევრ "ჩიპსებს" და არაჯანსაღ საჭმელებს და სვამენ გაზიან სასმელებს 
  • საკვებს ამზადებენ თითქმის უმარილოდ და უცხიმოდ
  • უყვართ მაკარონი სხვადასხვა სოუსებით
  • თითქმის არ სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს და არ იციან სადღეგრძელოების წარმოთქმა (ასე რომ თქვენ საშუალება გეძლევათ თქვენი კულტურის ეს ნაწილი გააცნოთ მათ)
  • იშვიათად ამზადებენ წვნიანს
  • იშვიათად მიირთმევენ პურს (ასე რომ ისევ და ისევ, მოითხოვეთ პური სურვილისამებრ, ეს სირცხვილი არ არის!)

მოწევა

  • მოწევა აკრძალულია საჯარო ადგილებში – ლიფტში, საპირფარეშოში, ავტობუსში, მეტროსა და თვითმფრინავში. საჯარო ადგილებში მოწევისათვის დაჯარიმდებით. მოწევა ასევე აკრძალულია რიგ სასტუმროებსა და რესტორნებში. სასტუმროში აუცილებლად უნდა იკითხოთ თქვენი ოთახი მწეველებისათვის თუ არამწეველებისათვისაა განკუთვნილი, რადგან ამის არცოდნა დიდ ჯარიმად შეიძლება დაგიჯდეთ. სამსახურსა და მასპინძლებთან ყოველთვის უმჯობესია იკითხოთ შეიძლება თუ არა მოწევა და თუ კი, სად.  

ალკოჰოლი

  • ამერიკელების უმრავლესობა ძალიან ცოტა ალკოჰოლს მიირთმევს. როგორც წესი, ალკოჰოლურ სასმელებს სამუშაოს დასრულების შემდეგ თუ მიირთმევენ (ამაში იგულისხმება ლუდიც). ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით  მიღება არაჯანსაღია როგორც ორგანიზმისათვის, ასევე გონებისათვის. სიმთვრალე ძალიან ცუდი ტონის მანიშნებელია. თუ არ იცით რამდენია თქვენი მასპინძლისათვის მისაღები სასმელის რაოდენობა, ნება მიეცით მან შეუკვეთოს თქვენთვისაც. ამით თავიდან აიცილებთ უხერხულ სიტუაციას.
Announcement

We are now recruiting for the group: 

The Role of Small and Medium Enterprises in Community Development
Kabardino-Balkaria, Karachaevo-Cherkessia, Chechnya, Dagestan, Ingushetia

Travel Dates:February 17 – March 10, 2011

Participant Application

Application deadline - October 8, 2010


Announcement

We are now recruiting for the group:

Rights of the Disabled
Samara Oblast

Participant Application

Deadline for application is September 23, 2010

more...

Annual Report - 2008
Attention! Community Connections Annual Report – 2008 is published on the website. 12 groups from Russia participated in training programs in 10 states. Twelve host organizations prepared professional and cultural programs for 118 Russian specialists. The program results are reviewed in the Annual Report – 2008!

Program's results

Alumni of the Community Connections program participate in an online survey, which is administered six months after they completed the program. The goal of the survey is to evaluate the effectiveness of the program and to allow alumni to share news of projects and achievements they have implemented as a result of what they learned from the program. Read about alumni survey results.


Contact Info
Project Harmony, Inc., Russia
5 Pyzhevskiy Per., Office 400,
Moscow 119017, Russia
Tel/fax: (7- 499) 788-92-91
ccfrussia@ph-int.org



Website developed by Project Harmony Inc.
This Website is made possible by the support of the American People through the United States Agency for International Development (USAID).
The contents of this Web site are the sole responsibility of Project Harmony and do not necessarily reflect the views of USAID or the United States Government.